Wednesday, July 23, 2014

სასწავლო პროექტი

1.    პროექტის სახელწოდება: დაბინძურებული  გარემო და ჯანმრთელობა

2.    პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: პროექტი ითვალისწინებს ინფორმაციის მოპოვებას გარემოს დაბინძურებაზე,იმაზე,თუ რამდენად მოქმედებს დაბინძურებული გარემო ჩვენს ჯანმრთელობაზე.


3.    პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან ინფორმაციას დაბინძურებულ გარემოზე,თუ რამხელა ზიანს აყენებს ასეთი გარემო ჩვენს ჯანმრთელობას.როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დრის,რა უნდა გავაკეთოთ.

4.    პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეებს ისტ-ის დახმარებით მონაცემთა შეგროვებას და პროექტის პრეზენტაციას. მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ თუ როგორ გაინაწილონ ჯგუფში ფუნქციები, როგორ გაითვალისწინონ ერთმანეთის აზრი, როგორ შეაჯერონ მოპოვებული ინფორმაცია ისე,რომ კვლევის საბოლოო პროდუქტი სრულყოფილი გამოვიდეს.


5.    მონაწილეთა ასაკი: 11-12 წელი

მოსწავლეები, VII კლასი.

6.    ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე

7.    მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები ისწავლიან ისტ-ის დახმარებით როგორ მოიპოვონ და წარმოაჩინონ მასალები,გამოთქვან საკუთარი აზრი მოპოვებულ მასალებზე.გააკეთებენ ელექტრონულ პრეზენტაციას თემიდან გამომდინარე.ნახავენ დაბინძურებულ გარემოს.გაეცნობიან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს დაბინძურებული გარემო ადამიანის ჯანმრთელობაზე.მოსწავლეებს გაუჩნდებათ სურვილი მოაწყონ ექსკურსია ბუნებაში,უფრო დაუახლოვდნენ მას და მიიღონ მონაწილეობა ბუნების დასუფთავებაში.


8.    პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო,კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა,კომპიუტერი,პროექტორი,ინტერნეტიდან ამოღებული მასალები,ელექტრონული პრეზენტაცია,ფურცლები,მარკერები,ფოტოაპარატი.

9.    პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): კლასს გავყოფ 2 ჯგუფად.თითოეულ ჯგუფში ავირჩევ ლიდერს.ორივე ჯგუფს გავუნაწილებ დავალებას:
I-ჯგუფი: მოიპოვებს ინფორმაციას (ფოტოსურათებს,ვიდეომასალას) დაბინძურებულ გარემოზე).წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით.
II-ჯგუფი: მოიპოვებს ინფორმაციას (ფოტოსურათებს,ვიდეომასალას) იმაზე,თუ რა ზეგავლენას ახდენს დაბინძურებული გარემო ადამიანის ჯანმრთელობაზე.წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოცემული თემა კავშირშია ხელოვნებასთან და ბუნებასთან.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ჯგუფებთან ერთად ამზადებს სადისკუსიო გამოსვლას.დამოუკიდებლად დაამუშვებს საკითხს,მოიძიებს ინფორმაციას,შემიუშავებს თვალსაზრისს,რომელსაც გააცნობს და შუთანხმებს ჯგუფის წევრებს.გამოდის წყვილის,ჯგუფისა თუ კლასის მომხსენებლის როლში, ითვალისწინებს და გამოხატავს მათ საერთო აზრს.საუბრისას შემოიფარგლება კონკრეტული თემით და თავს არიდებს ზოგად საკითხებზე მსჯელობას.

11. პროექტის ხელმძღვანელი: ლია გიგოლაშვილი


12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: liagigolashvili1980@gmail.com

პრეზენტაცია